გიორგი ცუცქირიძე: ტურისტების მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ის რეაქცია, რასაც ჩვენ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის

რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოსა და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის. მისთვის დამახასიათებელ საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების მედია ტერორის მთელი არსენალით, მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალების გზით - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, მთელი ეს კამპანია ღიად არის მიმართული ოცნების რეიტინგის კლებაზე, ასევე აქცენტირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება.


გიორგი ცუცქირიძის შეფასებით საქართველოს წინააღმდეგ ნამდვილი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.


„ავსტრალიელი ტურისტი გოგონას საზარელი მკვლელობა, გვახსენებს კრიმინალის სახიფათო ხასიათსაც და საზოგადოების გამოწვევასაც წარმოადგენს. ტურისტების მსგავსი მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა და რეზონანსულიც გამხდარა წლების განმავლობაში, მაგრამ ის რეაქცია რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის, მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების, მედია ტერორის მთელი არსენალითა და ამ შემთხვევის მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალებით. ცალკე თემაა სოცქსელები, სადაც მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, spend your summer in georgia(გაატარე ზაფხული საქართველოში) სლოგანის პერიფრაზირებით, სადაც სიტყვა spend გადაკეთებულია SP-END ით ანუ დასასრულით, ავსტრალიელი ტურისტი გოგონას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. მთელი ეს კამპანია ღიად ატარებს რა წინასაარჩევნო ხასიათს, „ოცნების“ რეიტინგის ვარდნასა და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზეა აქცენტირებული. 

ტრაგედიებით სპეკულირება ნაცკლასტერისა და მხარდამჭერი მედია საშუალებების შესრულებით ახალი არ არის. მთავარი მესიჯბოქსებიც, თბილისი სიკვდილის ქალაქი, სწორედ ამას ემსახურება, ხელისუფლების დემონიზაციით ტურისტული სეზონის ჩაგდებას პირველ რიგში. სამწუხაროდ, ტურისტების მკვლელობები და მოტაცებები არც თუ იშვიათია, მსოფლიოში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც კი. 


ამის მრავალი მასალა არსებობს. სპეციალური საინფორმაციო ინტერნეტ ვებ-გვერდიც არის შექმნილი/touristkilled. com/ , რომელიც ფოკუსირებულია მთელ მსოფლიოში ტურისტთა გარდაცვალების, დაკარგვის, გატაცების, დაზიანებების ინფორმაციაზე. 

აღნიშნულ ვებ-გვერდზე წითლად არის მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ტიპის კრიმინალური ისტორიები ხშირია და ნიშანდობლივია, რომ საქართველო ამ წითელ ზოლში საერთოდ არ გადის. მეორეც, მე ვერ ვიხსენებ რომელიმე ქვეყნის ისტორიას, სადაც ტურისტებზე თავდასხმების კრიმინალური ისტორიები პოლიტიკური სპეკულირების და ანტისახემწიფო კამპანიის ნაწილი გამხდარიყოს, ან აშშ-ში და ან თუნდაც ნორვეგიაში, ბრეივიკის ცნობილი სისხლიანი კალოს დროსაც კი. 


წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი სარეკორდო 12.7 პროცენტია, რამაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, სავალუტო კურსის სტაბილურობაც უზრუნველყო. რაც მთავარია, ამ ზრდის წამყვანი ფაქტორი, ადგილობრივ ექსპორტთან ერთად, ტურისტული ინდუსტრია გახდა, რომელმაც იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდები იყო, და რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. 


მიმდინარეობს ნამდვილი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. პარლამენტისა და ევრომედიაციის დოკუმენტის ბოიკოტირებით, მუდმივი საბოტაჟისა და ობსტრუქციის რეჟიმში ქვეყნის შეყვანა, ერთადერთ მიზანზე დესტაბილიზაციის გამოწვევისა და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობაზეა გათვლილი. ვადამდელიც ამ სცენარის ნაწილია. ანტივაქსერულ კამპანიასთან ერთად, ამ ტრაგიკული კრიმინალური მოვლენის ქრონიკად გადაქცევის მცდელობაც, ეკონომიკის ახალ ჩაკეტვას, ტურისტული სეზონის ჩავარდნას და შესაბამისად არჩევნების წინ, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ემსახურება. და თუ ვის ინტერესშია ეს ყველაფერი, თუ არა რუსეთის არც ამას უნდა დიდი მიხვედრა. 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მიზანდასახული ხელშეშლა, რასაც ცალკეული პროპაგანდისტული ჯგუფები ეწევიან, ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკის გაჩერებასაც. 


მეოთხე პანდემიურ ფაზაში შესვლით, თუ ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, მთავრობა იძულებული გახდება ახალი ლოკდაუნი გამოაცხადოს, რაც ეკონომიკას ზრდის ფაზიდან ისევ ვარდნის ფაზაში გადაიყვანს, თანმდევი ნეგატიური შედეგებით, უმუშევრობის ზრდით, ბიუჯეტის დეფიციტის გარღვევით თუ სავალუტო კურსის რყევით, ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებით გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით, რაც ისევ მოსახლეობის გადასახდელი იქნება’’ - წერს ექსპერტი facebook - ზე.


შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.





კომენტარები:

ფართი შოპი